Aa
Aa

ბითაძე ვაშინგტონთან მატჩს გამოტოვებს

„ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელი, გოგა ბითაძე „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. „პეისერსის“ რეპორტიორების, სკოტ აგნესისა და ჯეი მაიკლის ინფორმაციით, ბითაძემ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო და პროგრესის გზაზეა, თუმცა „ვაშინგტონთან“ მაინც იუქმებს.

ჯეი მაიკლი „ინდიანას“ თავკაცის, ნეით მაკმილანის განცხადებასაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, გოგა ვარჯიშზე უკეთ გადაადგილდებოდა და 5-5-ზე კალათბურთიც ითამაშა. მაკმილანი ვარაუდობდა, რომ ბითაძეს „უიზარდსთან“ თამაშის შანსი ჰქონდა, მაგრამ გოგა თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

ქართველ ცენტრს მუხლი აწუხებს და პარკეტზე გასვლას ვერ ახერხებს. არადა დომანტას საბონისის ტრავმის გამო ბითაძის სათამაშო დრო გაიზრდებოდა და მას თავის გამოჩენის კარგი შანსი მიეცემოდა.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანამ“ სეზონის განახლების შემდეგ, პირველი შეხვედრა „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 127-121 დაამარცხა. „ვაშინგტონთან“ მატჩის შემდეგ კი „პეისერსი“ „ორლანდო მეჯიქს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები