Aa
Aa

"ასე თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იყო", - რუნი ფერგიუსონს აკრიტიკებს

The Sunday Times-თან საუბრისას უეინ რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში „ბარსელონასთან“ 2 წაგებული ფინალი გაიხსენა და სერ ალექს ფერგიუსონის ტაქტიკას სუიციდური უწოდა.

„ისეთი გუნდისთვის როგორიც მაგალითად „რეალია“, რთულია იმის თქმა - „მოედანზე გავალთ და ბურთს დავთმობთ“, - ასევეა „მანჩესტერ იუნაიტედიც“.

გვარდიოლას „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი ისე წავაგეთ, რომ ვცდილობდით მაღალი პრესინგი გვეთამაშა და მათთვის ბურთი აგვერთმია. ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყო.

მახსოვს, როცა ფერგიუსონი მატჩამდე გვეუბნებოდა - „ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვართ და ჩვენ შევუტევთ, ეს კლუბის კულტურის ნაწილია“, - ამ დროს მე ვფიქრობდი: „ამაში ასე დარწმუნებული არ ვარ“.

ჩემი აზრით, გულის სიღრმეში ყველა ფეხბურთელმა იცოდა, რომ ეს არასწორი ტაქტიკა და მიდგომა იყო. ფაქტი იყო, რომ გზიდან ვუხვევდით, რომელმაც 2008 წლის ნახევარფინალებში წარმატება მოგვიტანა. შედეგიც შესაბამისი იყო - ორივე ფინალში დაგვჯაბნეს.

ერთია, კლუბის კულტურის ერთგული იყო, შეხვედრის შემდეგ კი იმაზე ფიქრი, რომ დამარცხდი, სულ სხვაა“.

2009 და 2011 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბარსელონასთან“ ორივე ფინალი ორბურთიანი სხვაობით დათმო. სერ ალექს ფერგიუსონმა ლონდონური ფინალის შემდეგ აღიარა, რომ მსგავს სტილში და ასე უშანსოდ მისი გუნდი არასდროს, არავისთან დამარცხებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები