Aa
Aa

ლივერპული და არსენალი დიეგო კარლოსისთვის იბრძოლებენ

ესპანური AS-ი ბრიტანულ პრესაზე დაყრდნობით წერს, რომ „სევილიას“ 27 წლის მცველის დიეგო კარლოსის შეძენისთვის ერთბაშად ორი ინგლისური გრანდი „ლივერპული“ და „არსენალი“ იბრძოლებენ.

Mirror-ი წერს, რომ „სევილია“ თავიანთი დაცვის ლიდერს 60 მილიონიანი წინადადების მიღების შემთხვევაში უპრობლემოდ დათმობს.

„არსენალს“ დაცვაში პრობლემები აქვს და დიეგო კარლოსში მისი მოგვარების გზას ხედავს, ხოლო „ლივერპულს“ ვირჯილ ვან დეიკისთვის შესაბამისი დონის მეწყვილის მოძებნა სურს.

ბრაზილიელმა უკანახაზელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა. მისი დამაჯერებელი ასპარეზობა ფეხბურთელის ფასზეც აიასახა. დიეგო კარლოსი ტრანსფერმარკეტის ვერსიით 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები