მანჩესტერი სანჩოსთან პირადი კონტრაქტის შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა
Aa
Aa

მანჩესტერი სანჩოსთან პირადი კონტრაქტის შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა

ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჯეიდონ სანჩოსთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა.

Sky Sports-ის ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა „წითელი ეშმაკები“ და ინგლისელი გარემარბის წარმომადგენლები ხელფასზე და 5-წლიან ხელშეკრულებაზე ფაქტობრივად შეთანხმებულნი არიან.

„დორტმუნდი“ სანჩოს სანაცვლოდ 108 მილიონ ფუნტს ითხოვს და უარს არც თანხის რამდენიმე ეტაპად მიღებაზე ამბობს. ოღონდ, სურს, პირველ ეტაპზე „იუნაიტედმა“ მინიმუმ ნახევარი გადაიხადოს.

Daily Mail-ის ცნობით, მოლაპარაკებები ამ კვირაშიც გაგრძელდება და მხარეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ბრიტანული გამოცემა არ გამორიცხავს, კლუბებმა შეთანხმებას უახლოეს დღეებში მიაღწიონ.

ბოლო პერიოდში უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ „დორტმუნდი“ სანჩოს შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მემფის დეპაის განიხილავს. ეს უკანასკნელი „ლიონის“ რიგებში თამაშობს და მას ტრანსფერმარკეტი 44 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები