„მის დანოკაუტებას შევეცდები
Aa
Aa

„მის დანოკაუტებას შევეცდები" - ტაისონი როი ჯონს ჯუნიორს აფრთხილებს

ლეგენდარული მაიკ ტაისონი როი ჯონს ჯუნიორს აფრთხილებს და ამბობს, რომ 12 სექტემბერს გასამართ ბრძოლაში ნოკაუტის გაფორმებას შეეცდება.

„რკინის მაიკი“ TMZ Sports-ესაუბრა და განაცხადა: „ჩემი მენტალიტეტი კვლავინდებურად ძებნა და განადგურებაა. ძველი დიდების დაბრუნებას მოუთმენლად ველოდები. თუ შანსი მომეცემა, მის დანოკაუტებას შევეცდები. რომელ რაუნდში? ამას ბრძოლა გვიჩვენებს“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, კალიფორნიის სპორტული კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ფოსტერმა საზოგადოებას აუწყა, რომ ბრძოლა მსაჯების გარეშე ჩაივლის და ნოკაუტი, ან ტექნიკური ნოკაუტი თუ არ დაფიქსირდა, გამარჯვებული არ ეყოლება.

ფოსტერი ამბობს, რომ მოკრივეებმა ერთმანეთის დანოკაუტება არ უნდა სცადონ. მათ სპარინგის მსგავსი ბრძოლა უნდა გამართონ და კრივის გულშემატკივრებს თავიანთი შესაძლებლობები აჩვენონ. ოღონდ, ეს ისე უნდა გააკეთონ, რომ მეტოქეს მტკივნეული დარტყმები არ მიაყენონ და ნოკაუტზე არ იფიქრონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები