აგვისტოს ომი: ''ასათიანის ავტორიტეტმა კლუბს ქართველების წინააღმდეგ აქციაზე უარი ათქმევინა''
Aa
Aa

აგვისტოს ომი: ''ასათიანის ავტორიტეტმა კლუბს ქართველების წინააღმდეგ აქციაზე უარი ათქმევინა''

მალხაზ ასათიანი იუბილარია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელი 39 წლის გახდა. ძალიან კრეატიულმა ფეხბურთელმა და ამავდროულად დაცვაში შესანიშნავად მოთამაშემ კარიერის საუკეთესო წლები რუსეთის ჩემპიონატში, მოსკოვის ''ლოკომოტივში'' გაატარა.

2003-10 წლებში ასათიანმა ''ლოკომოტივთან'' ერთად რუსეთის პრემიერ ლიგა (2004), რუსეთის თასი (2006-07) და რუსეთის სუპერთასი (2003, 2005) მოიგო. ასევე, მოსკოვურ კლუბთან ერთად უეფას თასსა (ევროპა ლიგა) და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ასათიანი რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა, ის შესაძლებლობები, რომლებიც მას როგორც შემტევ ფეხბურთელს ჰქონდა, ბოლომდე ვერ გამოავლინა, რადგან ''ტორპედოდან'' ''ლოკომოტივში'' გადასვლის შემდეგ პოზიცია შეუცვალეს და მეტწილად კარიერის ბოლომდე დაცვით ფუნქციებს ასრულებდა.

2008-09 წლებში ''ლოკომოტივში'' ასათიანის თანაგუნდელი დავით მუჯირი იყო. CrystalSport-ის არქივიდან გთავაზობთ საინტერესო მასალას, დავით მუჯირი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდს იხსენებს, როცა ასათიანმა რუსული კლუბის მმართველებს საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე უარი ათქმევინა.

ქუთაისის ''ტორპედოს'' აღზრდილმა კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. 2008-09 წლებში იჯარის წესით კიევის ''დინამოში'' ითამაშა, როცა უკრაინული კლუბის მთავარი მწვრთნელი იური სიომინი იყო.

კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში არ უმუშავია. ამჟამად, მშობლიურ ქუთაისში ცხოვრობს და ბევრი ყოფილი თანაგუნდელის მსგავსად ბიზნესითაა დაკავებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები