ლაკვეხელიანი: ''საბურთალომ ყველაფერი მომცა, მჯერა გამოწვევას თავს გავართმევ''
Aa
Aa

ლაკვეხელიანი: ''საბურთალომ ყველაფერი მომცა, მჯერა გამოწვევას თავს გავართმევ''

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ლაკვეხელიანმა უნგრულ ''მეზოკოვეშდთან'' სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ამპლუით მცველი ექს-კლუბის, ''საბურთალოს'' პრესსამსახურს ესაუბრა.

ლაკვეხელიანი: “ორშაბათს გუნდი გამაცნეს, დღეს კი ახალ კლუბში პირველად ვივარჯიშე. საწვრთნელ პროცესამდე სამწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. მჯერა, ამ გამოწვევას თავს გავართმევ. რაც შეეხება “საბურთალოს'', არ იყო იოლი იმ გუნდთან განშორება, სადაც ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი.

“საბურთალოსთან” მთელი ბავშვობა მაკავშირებს. ამ გუნდმა ყველაფერი მომცა და მინდა, მადლობა ვუთხრა მის თითოეულ წევრს. მომავალშიც თბილისური კლუბის გულშემატკივრად ვრჩები“.

ლაკვეხელიანი ''საბურთალოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი, თასის მფლობელი და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

CrystalSport-ის ცნობით ''საბურთალო'' ლაკვეხელიანის სანაცვლოდ დაახლოებით 100 00 ევროს მიიღებს და თუ ''მეზოკოვეშდი'' ქართველს სხვა კლუბში გაყიდის, სატრანსფერო თანხის 30-40 პროცენტი თბილისური კლუბის ანგარიშზე ჩაირიცხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები