შაქარაშვილის საქმე - არასრულწლოვნების საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა
Aa
Aa

შაქარაშვილის საქმე - არასრულწლოვნების საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა

IPN-ის ინფორმაციით გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა.

საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის თქმით, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა საქმის არსებითად გადაცემაზე, რაც დააკმაყოფილა.

სასამართლომ განიხილა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის შუამდგომლობები. ბრალდების მხარის წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებ მტკიცებულებად ცნო. შესაბამისად, დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობაზე, არ დააკმაყოფილა“, - განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, საქმის არსებითი განხილვის დროს გურამ ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი დაიკითხებიან.

დღევანდელი მოლოდინი, რომ ამირხანაშვილს და ახვლედიანს სასამართლო დაუშვებლად ცნობდა ამ საქმეში და გამორიცხავდა ამ პირებს, არავის ჰქონდა ამის მოლოდინი. ასევე, არავის არ ჰქონდა მოლოდინი, რომ აღკვეთის ღონისძიებას შეუცვლიდა იგივე მოსამართლე, რომელმაც დაპატიმრება შეუფარდა. არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა სასამართლომ. დაიკითხებიან საქმის არსებითი განხილვის დროს, როგორც ამირხანაშვილი, ისე ახვლედიანი", - განაცხადა ადვოკატმა.

ასევე, მოსამართლემ დაუშვებლად ცნო ადვოკატების ის შუამდგომლობა, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ეხება. მათ შორის, ადვოკატების ნაწილი ითხოვდა საქმეში დაზარალებულად ცნობილი ამირხანაშვილის და ახვლედიანის ჩვენებების გადაცემას.

მორიგი სასამართლო სხდომა 18 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები