ტყიბულის მეშახტემ იაპონელი ფეხბურთელი დაიმატა
Aa
Aa

ტყიბულის მეშახტემ იაპონელი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე ტყიბულის „მეშახტემ“ იაპონელი ფეხბურთელი, ტაიგა ვატაბე დაიმატა.

გარიგების შესახებ კლუბმა გულშემატკივრებს თავად აცნობა და Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ 28 წლის ნახევარმცველი გუნდს ოფიციალურად შეუერთდა და 2020 წლის სეზონში „მეშახტეს“ ღირსებას დაიცვას.

„ტყიბულელთა შემადგენლობის გაძლიერება ჩვენი გუნდის ყოფილი ფეხბურთელის ლევან შავგულიძის დახმარებით მოხდა, რომელიც 3 წელია საფეხბურთო აგენტია და ქართულ საფეხბურთო კლუბებში უცხოელი ფეხბურთელების მოწვევით არის დაკავებული“, - წერია „მეშახტეს“ განცხადებაში.

იაპონელ ფეხბურთელს „ჟაკარეიში“ (ბრაზილია), „ფუტერა სიკერში“ (ტაილანდი), „პათუმთანში“ (ტაილანდი), „რიო დე ჟანეიროში“ (ბრაზილია), „სურათ თანი სიტიში“ (ტაილანდი) და „სამუტპრაკანში“ (ტაილანდი) აქვს ნათამაშები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები