''მინდა ეროვნულ გუნდს ბელარუსთან დავეხმარო'' - ანანიძე ყველაფერს თავიდან იწყებს
Aa
Aa

''მინდა ეროვნულ გუნდს ბელარუსთან დავეხმარო'' - ანანიძე ყველაფერს თავიდან იწყებს

ვოლგოგრადის ''როტორში'' გადასვლის შემდეგ ჯანო ანანიძესთან ინტერვიუ რუსული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩაწერა. ნახევარმცველმა საკლუბო და სანაკრებო თემებზე ისაუბრა.

ანანიძე: ''საქართველოში ყოფნისას ''როტორი'' დამიკავშირდა და კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა. გადაწყვეტილების მისაღებად დრო დამჭირდა. ჩემდამი დაინტერესება საქართველოდან და თურქეთიდანაც იყო, თუმცა ოფიციალური წინადადებით მხოლოდ ''როტორმა'' მომმართა, მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

ფეხბურთელად რუსეთში ჩამოვყალიბდი. 11 წელი მოსკოვის ''სპარტაკში'' ვთამაშობდი, მაგრამ ყველაფერი მოთამაშეზე არაა დამოკიდებული, ტრავმები შემაფერხებელი ფაქტორია, ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებ.

ფეხბურთი მენატრება. თებერვალში ''ანორთოსისში'' გადავედი, თუმცა პანდემიის გამო 3-4 თვით ყველაფერი შეჩერდა. ოფიციალური წინადადების მიღების მოლოდინში ვიყავი. ახლა სასურველი ფორმისგან შორს ვარ, თუმცა ორიდან სამ კვირამდე პერიოდში ფორმაში ჩავდგები.

მსურს სასურველ ფორმაში სწრაფად შევიდე, კლუბისთვის და ნაკრებისთვის სარგებელი მოვიტანო. ოქტომბერში საქართველოს ნაკრები მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს და მინდა ეროვნულ გუნდს ბელარუსთან შეხვედრაში დავეხმარო.

როცა ''სპარტაკში'' ვთამაშობდი, ''როტორი'' პრემიერ ლიგაში არ თამაშობდა. ასე რომ ვოლგოგრადში პირველად ჩამოვედი, კარგი და სუფთა ქალაქია.

ახალ გუნდში კარგად მხოლოდ ბექა მიქელთაძეს ვიცნობ, მასთან ვისაუბრე, გუშინ ვნახე კიდეც. გუნდის სხვა რამდენიმე ფეხბურთელთან რუსეთის ჩემპიონატში მითამაშია. სულ ესაა.  როცა ქართველი გუნდში გხვდება, ადაპტაცია გიადვილდება. ასე იყო ''სპარტაკში'', როცა ჩემი თანაგუნდელი გიორგი ჯიქია გახდა.''

ფოტო: gettyimages

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები