კაპელო: „სიტი ფავორიტია, რეალს რამოსის გარეშე ძალიან გაუჭირდება“
Aa
Aa

კაპელო: „სიტი ფავორიტია, რეალს რამოსის გარეშე ძალიან გაუჭირდება“

„რეალისა“ და „მილანის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ „სიტისა“ და „სამეფო კლუბს“ შორის გასამართი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა საკუთარი პოზიცია Laureus.com-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და წყვილის ფავორიტად „ქალაქელები“ დაასახელა.

„შეუძლია რეალს გამარჯვების მოპოვება? გამორიცხული არაფერია, რადგან საუბარი სამეფო კლუბზეა. მათთვის ასეთ მატჩებში მონაწილეობის მიღება ჩვეულებრივი რამაა. რეალმა ლა ლიგა შესანიშნავად ჩაამთავრა და ტიტული დაისაკუთრა, მაგრამ მადრიდელებს სერიოზული პრობლემა აქვთ. სერხიო რამოსის გარეშე სიტისთან თამაში ურთულესი იქნება.

ესპანელი მცველი, როგორც გასახდელში, ისე მოედანზე გუნდის ლიდერია და მისი ხასიათი რეალისთვის უმნიშვნელოვანესია. სიტისთან მატჩისას ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ დაცვაში როგორ იასპარეზებ. რამოსის გარეშე კი რეალს სერიოზული პრობლემები შეექმნება“.

ცნობისთვის, „ქალაქელებისა“ და „სამეფო კლუბის“ დაპირისპირება 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. როგორც მოგეხსენებათ, „სიტიმ“ პირველ შეხვედრაში სტუმრად 2-1 იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები