Aa
Aa

მარეი და კლაისტერსი ძირითად ბადეში - US Open-მა Wild Card-ები დაარიგა

ბრიტანელმა ენდი მარეიმ ამერიკის ღია პირველობაზე Wild Card-ი მიიღო და პირდაპირ ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.

დიდი სლემის ტურნირების 3-გზის ჩემპიონი ამჟამად მსოფლიოს 129-ე ჩოგანია და საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა მოუწევდა, მაგრამ ტურნირის ორგანიზატორებმა მას Wild Card-ით ძირითად ბადეში ასპარეზობის საშუალება მისცეს.

მარეის გარდა აღნიშნული ბარათი კიდევ შვიდმა ჩოგბურთელმა მიიღო, რომელთა უმრავლესობა ამერიკელია და ახალგაზრდა გახლავთ.

ქალთა შორის ასევე Wild Card-ი მისცეს ტურნირის ორგზის ჩემპიონ კიმ კლაისტერსს. ვეტერანი ბელგიელი ჩოგბურთში კიდევ ერთხელ დაბრუნდა და ამჯერად ძალებს უკვე ნიუ იორკის მისთვის კარგად ნაცნობ კორტებზე გამოცდის.

ამერიკის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება 31 აგვისტოს დაიწყება და 13 სექტემბერს მამაკაცთა ფინალური მატჩით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები