კორონავირუსი ცსკა-ში - შენგელიას მთავარ მწვრთნელს Covid-19 დაუდგინდა
Aa
Aa

კორონავირუსი ცსკა-ში - შენგელიას მთავარ მწვრთნელს Covid-19 დაუდგინდა

მოსკოვის ცსკა-ს მთავარ მწვრთნელს, დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურა. ამის შესახებ საზოგადოებას რუსულმა კლუბმა აცნობა.

ბერძენი სპეციალისტი ათენში, საკუთარ სახლში იმყოფება და მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა. სარეაბილიტაციო პერიოდის გამო იტუდისი ცსკა-ს სავარჯიშო კემპის პირველ ნაწილს გამოტოვებს და გუნდს მოგვიანებით შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ მოსკოველთა თავკაცის მეუღლესა და ქალიშვილს Covid-19 არ დაუდგინდათ.

49 წლის სპეციალისტი ცსკა-ში 2014 წლიდან მუშაობს. ამ დროის განმავლობაში მან „არმიელებს” VTB ლიგა 5-ჯერ, ხოლო ევროლიგა 2-ჯერ მოაგებინა.

ცნობისთვის, თორნიკე შენგელიას დებიუტი VTB ლიგაში შედგება. 23 სექტემბერს ცსკა ნურ-სულთანში „ასტანას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები