გატუზო: „ნაპოლიმ ბარსას დასამარცხებლად ევერესტი უნდა დაიპყროს“
Aa
Aa

გატუზო: „ნაპოლიმ ბარსას დასამარცხებლად ევერესტი უნდა დაიპყროს“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ „ბარსელონასთან“ გასამართი დაპირისიპირების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს ურთულესი ამოცანის შესრულება მოუწევს.

„ბარსელონა მოგებებსაა შეჩვეული და ასეთ დროს ყველა შეხვედრაში სასურველი შედეგის დაფიქსირება გსურს. ხვალ მიზნის მისაღწევად ევერესტის დაპყრობა მოგვიწევს.

ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი ხუმრობა მოვისმინე. ამბობენ, რომ ბარსა ფორმაში არ გახლავთ, მაგრამ ეს ასე არაა. ბლაუგრანას თამაშებს რომ უყუროთ, ნახავთ, რომ მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებსაც შოუს დადგმა შეუძლიათ.

ვიცით, როგორი თამაში გველის და რა დონის გუნდის წინააღმდეგ ვიასპარეზებთ. მშვენივრად მოგვეხსენება, რომ როგორც ტექნიკურად, ისე ტაქტიკურად უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ".

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ „ნაპოლის“ პირველი შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. განმეორებითი მატჩი ხვალ გაიმართება და მატჩი თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები