''ახალი ნეიმარი'' ენფილდზე? - ლივერპული ვუნდერკინდის ტრანსფერზე მუშაობს
Aa
Aa

''ახალი ნეიმარი'' ენფილდზე? - ლივერპული ვუნდერკინდის ტრანსფერზე მუშაობს

Yahoo Esportes ცნობით  ''ლივერპული'' ბრაზილიელი ვუნდერკინდის, ტალეშ მანიოს ტრანსფერზე მუშაობს. ‘‘მერსისაიდელებსა’’ და ‘’ვასკო და გამას’’ ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკების პირველი ეტაპი გაიმართა. ინგლისურ მხარეს ''ახალ ნეიმარად'' შერაცხული მოთამაშის გადაბირება მიმდინარე ზაფხულში სურს.

18 წლის ტალანტმა ბრაზილიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გასული წლის ნოემბერში გააფორმა. გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ფუნტი სტერლინგია, თუმცა ბრაზილიურ კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე პრემიერ ლიგის ჩემპიონს მიზნის მიღწევა გაცილებით ნაკლებ თანხად შეუძლია. შესაძლოა, ტრანსფერის ღირებულებამ 18 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინოს და ეს თანხა ბრაზილიურ კლუბს ფინანსური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.

ბრაზილიელის გადაბირება არაერთ ევროპულ კლუბს სურს. მათ შორის არიან ‘‘სევილია’’, ‘‘ლევერკუზენი’’, პსჟ, ‘‘ლილი’’ და ‘‘კრასნოდარი’’.

ამომავალ ვარსკვლავს შეუძლია ცენტრფორვარდისა და მარცხენა გარემარბის პოზიციებზე თამაში.

2019 წელს ბრაზილიის 17-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ტალეშ მანიო ''ვასკო და გამას'' პირველ გუნდში 2019 წლიდან ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები