''რეალის'' მწვრთნელი ვარ...ეს თემა დახურულია'' - ზიდანი დიდებულ სეზონს გეგმავს
Aa
Aa

''რეალის'' მწვრთნელი ვარ...ეს თემა დახურულია'' - ზიდანი დიდებულ სეზონს გეგმავს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლდა. საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში ''მანჩესტერ სიტიმ'' ''ეტიჰედზე'' მადრიდის ''რეალი'' 2:1 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში ''ქალაქელებმა'' 4:2 გაიმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ''ლიონს'' შეხვდებიან.

მატჩის შემდეგ ''სამეფო კლუბის'' მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მედიასთან ისაუბრა: ''მე ''რეალის'' მწვრთნელი ვარ და ამ მხრივ არაფერი იცვლება. პოსტზე ვრჩები ვიდრე რაიმე არაორდინალური არ მოხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, ეს თემა დახურულია. ახლა დავისვენებთ და შემდეგ დავბრუნდებით დიდებული სეზონის ჩასატარებლად.

არ შეგვიძლია მარცხის შემდეგ ბედნიერები ვიყოთ, თუმცა გასული სეზონი შესანიშნავად ჩავატარეთ და აქედან გამომდინარე სიამაყის საბაბი გვაქვს, ახლა კი დასვენების დროა.''

2019-20 წლების სეზონის ლა ლიგა ''რეალის'' გამარჯვებით დასრულდა. ზიდანის გუნდმა 87 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეორე პოზიციაზე გასულ კატალონიის ''ბარსელონას'' 5 ქულით გაუსწრო.

2016-18 წლებში ზიდანის ხელმძღვანელობით ''რეალმა'' ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, რაც უნიკალური მოვლენაა. 2018 წელს ფრანგი კლუბიდან წავიდა, თუმცა გასულ წელს ''ბერნაბეუზე'' დაბრუნდა და სეზონი ლა ლიგის ჩემპიონობით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები