ანორთოსისის გამარჯვება: ქეცბაიამ აელ-თან ოქრიაშვილი დაასვენა
Aa
Aa

ანორთოსისის გამარჯვება: ქეცბაიამ აელ-თან ოქრიაშვილი დაასვენა

კვიპროსული ''ანორთოსისი'' ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. თემურ ქეცბაიას გუნდის მორიგ ამხანაგურ მატჩში თორნიკე ოქრიაშვილს არ უთამაშია. CrystalSport-ის ცნობით 28 წლის შემტევს ტრავმა არ აწუხებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მან ყველა ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ქეცბაიამ მისი დასვენება გადაწყვიტა. სავარაუდოდ, იდენტური მიზეზის გამო არ უთამაშია გიორგი ლორიას.

ლიმასოლის აელ-თან მატჩში ქეცბაიამ კაჭარავა სასტარტოში ათამაშა, ლუკა მიქაია და ბუბა დაუშვილი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია განაცხადში არ იმყოფებოდა. მატჩი ''ანორთოსისის'' გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ''ანორთოსისი'' კვიპროსის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ახალ სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ქეცბაიას გუნდში 5 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება: გიორგი ლორია, ლუკა მიქაია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა. კვიპროსულ კლუბში კიდევ ერთი ქართველია, ქეცბაიას ასისტენტი სოსო ჭედიაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები