ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა! - ქართველმა ლეიკერსს 7 ქულა ჩაუგდო
Aa
Aa

ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა! - ქართველმა ლეიკერსს 7 ქულა ჩაუგდო

NBA-ში ''ინდიანა პეისერსმა'' ''ლოს ანჯელეს ლეიკერსი'' 116:111 დაამარცხა. გამარჯვებულთა ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ პარკეტზე 12 წუთი და 18 წამი დაჰყო. მის ანგარიშზე 7 ქულაა, მან 2-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ბითაძემ 2 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა შეასრულა. მას ბურთი არ დაუკარგავს. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ქართველმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსს დაუფარა. 

ასევე, ბითაძემ 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 7-ს მიაღწია. საბოლოო ჯამში ბითაძემ კარგი მატჩი ჩაატარა, მისი სათამაშო დრო და პროდუქტიულობა გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ''პეისერსში'' დამკვიდრებისთვის.

აღმოსავლეთ კონფერენციაში "ინდიანა პეისერსმა" 43-ე გამარჯვება მოიპოვა და მეხუთე ადგილზეა. გოგა ბითაძის გუნდი შემდეგ მატჩს 11 აგვისტოს "მაიამი ჰითის" წინააღმდეგ გამართავს.

გოგა ბითაძე ''ლეიკერსის'' წინააღმდეგ


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები