Aa
Aa

ბრაზილიური გოიასის 10 ფეხბურთელი ვირუსით დაინფიცირდა

ბრაზილიის სერია A-ს მატჩი „გოიასსა“ და „სან პაულოს“ შორის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიდო.

ფეხბურთელები მოედანზე გასახურებლად იყვნენ გამოსული, რა დროსაც ფედერაციამ შეხვედრის გადადების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

„გოიასს“ მატჩის დღეს აცნობეს, რომ მისი 26 ფეხბურთელიდან 10-ს კორონავირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც კლუბმა ფედერაციაში წერილი დაუყოვნებლივ გააგზავნა.

როგორც ირკვევა, ინფიცირებული 10-დან 8 მოთამაშე ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო. შესაბამისად, ფედერაციამ კლუბის მდგომარეობა გაითვალისწინა და მატჩის გადადების ბრძანება გასცა.

ვირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, ბრაზილია მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. ქვეყანაში Covid-19-ით 3 035 582 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგანაც 101 136 გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები