Aa
Aa

კრის სმოლინგი მილანურ კლუბში ?

‘‘გაძეტა დელო სპორტის’’ ცნობით ‘‘მანჩესტერ იუნაიტედის’’ მცველის, კრის სმოლინგის შეძენა მილანის ‘‘ინტერს’’ სურს. 30 წლის მცველმა გასული სეზონი სერი ა-ში გაატარა, ‘‘რომას’’ რიგებში საკმაოდ პროდუქტიული იყო. მილანის ‘‘ინტერმა’’ ‘‘ფიორენტინადან’’ ნიკოლა მილენკოვიჩის გადაბირება ვერ მოახერხა, შეთანხმება არ შედგა, რის შემდეგაც მილანური კლუბი ალტერნატიულ ვარიანტზე, სმოლინგის დამატებაზე გადაერთო.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ კრის სმოლინგი ტურინის ‘‘იუვენტუსსაც’’ დაუკავშირეს.

გასულ სეზონში ცენტრალურმა მცველმა ‘‘რომას’’ მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით 37 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები