UWW-ს გადაწყვეტილება - შემოდგომაზე გასამართი ჩემპიონატები გადადო
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების აღმასრულებელმა კომიტეტმა მიმდინარე პანდემიის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება გადადოს სექტემბერში და ოქტომბერში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ჩასატარებელი ევროპის პირველობები.
UWW-ს პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი აღნიშნავს რომ ასეთი მაშტაბის ჩემპიონატი მხოლოდ მაშინ განახლდება როდესაც ჩატარების უსაფრთხოებაში 100%-ით ვიქნებით დარწმუნებულები.
აღმასრულებელი ბიურო ერთ თვეში ისევ იმსჯელებს 2020 წლის კალენდარში მომდევნო ნაბიჯების შესახებ. წლის ბოლომდე კი კანელდარში დარჩენილია სამი მნიშვნელობანი შეჯიბრება. მსოფლიოს პირველობა 23-წლამდელთა შორის რომელიც ნოემბერში ფინეთში გაიმართება, ჭაბუკთა და უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება კი დეკემბერში სერბეთში იგეგმება.