შარაპოვა ფორმას ინარჩუნებს - ჩოგბურთელი კრივში ვარჯიშობს
Aa
Aa

შარაპოვა ფორმას ინარჩუნებს - ჩოგბურთელი კრივში ვარჯიშობს

მარია შარაპოვამ ძალები სპორტის ახალ სახეობაში მოსინჯა. რუსმა ჩოგბურთელმა  კრივში ვარჯიში დაიწყო.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, სადაც პლაჟზე მისი წვრთნის პროცესია ასახული და ვიდეო-რგოლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

რუსმა ჩოგბურთელმა კარიერა 2020 წლის თებერვალში 32 წლის ასაკში დაასრულა, რადგან დოპინგის მიღების გამო მიღებული დისკვალიფიკაციის შემდეგ ძველებური ფორმის აღდგენა ვეღარ მოახერხა.

შარაპოვას WTA-ს 39 ტურნირი აქვს მოგებული და დიდი სლემის ტურნირების 5 გზის ჩემპიონია. 2012 წელს კი ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები