Aa
Aa

სუპერსანახაობა NHL-ში - ტამპა ბეიმ და კოლუმბუსმა 5 ოვერტაიმი ითამაშეს

NHL-ის ფლეი-ოფების ისტორიაში მეხუთედ მოხდა, როცა გუნდებს გამარჯვებულის გამოსავლენად 5 ოვერტაიმი დასჭირდათ. გუშინ ასეთი სუპერდაძაბული სანახაობა „ტამპა ბეიმ“ და „კოლუმბუსმა“ შემოგვთავაზეს.

ჰოკეის ნაციონალური ლიგის ფლეი-ოფში 5-ოვერტაიმიანი შეხვედრა ბოლოს 2003 წლის 24 აპრილს, „დაკსსა“ და „სთარსს“ შორის იყო გამართული.

გუშინდელი მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და ეს ანგარიში მეხუთე ოვერტაიმამდე არ შეცვლილა. უძვირფასესი გამარჯვების მომტანი გოლი კი „ტამპა ბეის“ 24 წლის ფორვარდმა, ბრაიდენ პოინტმა შეაგდო და თავისი გუნდი სერიაში დააწინაურა.

NHL-ის 1/8 ფინალური ეტაპის სერიის პირველ მატჩში წარმატების შემდეგ „ტამპა ბეიმ“ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა და 13 აგვისტოს გასამართ მეორე დაპირისპირებას კარგ ხასიათზე, უფრო თავდაჯერებული შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები