Aa
Aa

არსენალს პრომესი ისევ აინტერესებს და 25 მილიონი ევრო გაამზადა

ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის „არსენალის“ ინტერესთა სფეროში ნიდერლანდელი გარემარბი ქუინსი პრომესი კვლავ რჩება.

„მეთოფეებს“ 28 წლის შემტევის გადაყვანა გასულ ზაფხულსაც სურდათ, ახლა კი მის ხელში ჩასაგდებად კიდევ ერთი მცდელობა ექნებათ. ლონდონელები მზად არიან, პრომესის ტრანსფერში 25 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

შეთავაზებაზე პრომესის ამჟამინდელ კლუბ „აიაქსის“ პოზიცია უცნობია, თუმცა როგორც პრესაში ვარაუდობენ, სათანადო მონდომების შემთხვევაში, „არსენალს“ ამსტერდამელთა დაყოლიება არ უნდა გაუჭირდეს.

ქუინსი პრომესი „აიაქსში“ გასულ წელს „სევილიადან“ გადავიდა და ნიდერლანდების ჩემპიონატში ჩატარებულ 28 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები