ტოდიბოს კორონავირუსი უსიმპტომოდ დაუდგინდა
Aa
Aa

ტოდიბოს კორონავირუსი უსიმპტომოდ დაუდგინდა

კატალონიის ''ბარსელონას'' ფრანგ მცველს, ჟან-კლერ ტოდიბოს კორონავირუსი დაუდგინდა. 20 წლის მოთამაშემ Twitter-ზე დაწერა, რომ მასთან მიმართებაში კორონავირუსი უსიმპტომოა, სავარჯიშო პროცესის განახლება სურს, თუმცა იძულებულია სახლში დარჩეს და მინდორს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, როცა კორონავირუსისგან სრულად განიკურნება.

2019 წელს ტოდიბო ''ტულუზადან'' კატალონიის ''ბარსელონაში'' გადაბარგდა, თუმცა სათამაშო დროის სიმცირის გამო გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით გელზენკირხენის ''შალკეში'' გაატარა.

ამპლუით ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც საყრდენის პოზიციაზე ასპარეზობაც შეუძლია, გასულ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ასევე, გერმანიის თასზე ორი შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები