Aa
Aa

"მან მიმასპინძლა და ჩემ გვერდით იყო" - დოლიძე MMA-ს სპორტსმენის დაკავებას გამოეხმაურა

ბელარუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საპროტესტო ტალღა გრძელდება, რასაც არაერთი ადამიანის დაკავება მოჰყვა. სამართალდამცავებმა ცნობილი ბელარუსი სპორტსმენი ალეკსეი კუდინი დააკავეს, რომელიც MMA-ში გამოდის.

კუდინის დაკავებას UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე დაწერა:

''მოგესალმებით, მეგობრებო! მინდა გამოვეხმაურო ბელარუსში განვითარებულ ბოლო მოვლენებს.

მოგეხსენებათ, ჩემი მოსამზადებელი პერიოდი ამ ლამაზ ქვეყანაში გავატარე, ძალიან თბილი ხალხის გარემოცვაში. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემ გვერდით იყო ალეკსეი კუდინი, რომელმაც ძმასავით მიმიღო და ყველაფერში მეხმარებოდა. უსაზღვროდ მადლიერი ვარ ალეკსეის და მისი ოჯახის! ამ წუთას ბელარუსში ძალიან დაძაბული ვითარებაა და ალეკსეი დროებით იზოლატორშია მოთავსებული.

მართალია არ ვიცი მისი დაკავების მიზეზი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ სიტუაციაში იგი ღირსეულად მოიქცეოდა და უპირობოდ ვუჭერ მას მხარს. იმედი მაქვს, სამართალდამცავები სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. თავისუფლება ალეკსეი კუდინს!''

შეგახსენებთ, რომან დოლიძე MMA-ში გამოდიოდა, გასულ თვეში კი UFC-ში ხმაურიანად შეაბიჯა. ჩვენებურმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ხადის იბრაგიმოვის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ბრწყინვალე სტილში დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები