Aa
Aa

იუნაიტედისთვის პრიორიტეტული კანდიდატი ვან დე ბეეკია

Evening Standard-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე „აიაქსის“ ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკია.

გამოცემის თქმით, „მანკუნიანელები“ ნიდერლანდელის შეძენას პრიორიტეტულ საკითხად განიხილავენ და ჯეკ გრილიშის ნაცვლად, „ოლდ ტრაფორდზე“ ვან დე ბეეკის გადაყვანა ურჩევნიათ.

„წითელ ეშმაკთა“ წარმომადგენლები „აიაქსის“ ხელმძღვანელობას უახლოეს პერიოდში დაუკავშირდებიან და შესაბამის წინადადებას გააცნობენ.

23 წლის ფეხბურთელს არაერთი მსურველი ჰყავს და მისი გვარის გარშემო მადრიდის „რეალის“, „ბარსელონასა“ და „მილანის“ ინტერესიც ფიგურირებდა.

დონი ვან დე ბეეკს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. სააგენტო transfermarkt-ი მისი ღირებულებად 44 მილიონ ევროს ასახელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები