Aa
Aa

იუვეს წინადადებამ ვითარება შეცვალა - სილვა ლაციოს აღარ პასუხობს

სრულიად წამყვან ევროპულ პრესას დავიდ სილვას „ლაციოში“ გადასვლა გადაწყვეტილად მიაჩნდა, მაგრამ, არაა გამორიცხული, ესპანელი სხვა იტალიურ კლუბს შეუერთდეს.

Corriere dello Sport-ისა და Gazzetta dello Sport-ის ერთობლივი ცნობებით, ბოლო დღეებში სილვას წარმომადგენლები „ლაციოს“ ხელმძღვანელებთან კონტაქტზე აღარ გადიან და მოლაპარაკებები შეჩერებულია.

აღნიშნული გამოცემები მიზეზად ტურინის „იუვენტუსის“ ინტერესს ასახელებენ. როგორც ირკვევა, ანდრეა პირლოს მისვლის შემდეგ „ვეკია სინიორა“ ესპანელ ვარსკვლავს დაუკავშირდა და იგი ახლა სწორედ ტურინში გადასვლის ვარიანტზე ფიქრობს.

უახლოეს დღეებში გვეცოდინება რაზე შეაჩერებს არჩევანს სილვა. ისე კი, „ლაციო“ მას 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის წლიური ღირებულებაც 4 მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, ფეხბურთელის ცხოვრებასაც კლუბი უზრუნველყოფს და მას რომის ცენტრში ფეშენებელურ სახლს უქირავებს.

„ლაციო“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და კლუბი შემადგენლობის გაძლიერებაზე სერიოზულად მუშაობს.

დავიდ სილვა ამჟამად „სიტისთან“ ერთად პორტუგალიაში იმყოფება და კლუბს ტურნირის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები