Aa
Aa

ქალთა ლიგა - საფეხბურთო კლუბი "ნიკე" საქართველოს ჩემპიონობას უმიზნებს

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ჩემპიონტმა სტარტი გასულ უქმეებზე აიღო.

ახალი სეზონიდან ქალთა ლიგაში მონაწილეობას 14 გუნდი მიიღებს.

 ტურნირს 5 დებიუტანტი ჰყავს, "მცხეთა", "თუშეთი", "კვარტალი" და "დინამო სოხუმი" ქალთა ლიგაში პირველად იასპარეზებენ.

დებიუტანტების გარდა ქალთა ლიგის 2020 წლის სეზონში მონაწილეობას "ლანჩხუთი", "ნიკე", "ნორჩი დინამო", "მართვე", "კოლხეთი ხობი", "გორი იუნაიტედი", "ივერია", "სამეგრელო", "ბათუმი" და "ზარზმა" მიიღებენ.

​საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგა ერთ წრედ გაიმართება. მატჩები 14 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

პირველ წრეში 2018 წლის ჩემპიონმა „ნიკემ“ იოლი გამარჯვება იზემა და „ივერია“ 10:0 დაამარცხა.

კლუბს ძალიან გამოცდილი ტატიანა მატვეევა წვრთნის,რომელიც „ნიკეში“ მოთამაშე-მწვრთნელის ამპლუით მოგვევლინა.

ტატიანა მატვეევა - „ნიკეს“ მოთამაშე-მწვრთნელი

მატვეევა წლების განმავლობაში უცხოეთის გუნდებში თამაშობდა. მან კარიერის განმავლობაში ნორვეგის,ესპანეთისა და თურქეთის უმაღლეს ლიგებში იასპარეზა. მას ასევე  ეროვნულ ნაკრების მაისურით 86 შეხვედრა აქვს გამართული.  

2018 წელს დაარსებულ კლუბს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრი ნათია სხირტლაძე დაუბრუნდა.

ნათია სხირტლაძე - „ნიკეს“ ფეხბურთელი

ასევე „ნიკეს“ ღირსებას იცავს ანა პოღოსიანი,რომელიც გამორჩეულია იმით ,რომ წლების განმავლობაში ის მორაგბე იყო და ახლაც რაგბის გოგონათა მატჩებს მსაჯობს.

ანა პოღოსიანი - „ნიკეს“ ფეხბურთელი

შეგახსენებთ,რომ 2019 წლის სეზონის ქალთა ლიგის გამარჯვებული "ლანჩხუთი" გახდა.

ლანჩხუთელები 2020-2021 წლების სეზონზე უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები