ტონი ადამსის ყოფილი ასისტენტი ლოკომოტივის 19-წლამდე გუნდს გაწვრთნის
Aa
Aa

ტონი ადამსის ყოფილი ასისტენტი ლოკომოტივის 19-წლამდე გუნდს გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ თბილისის ''ლოკომოტივის'' 19-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად  37 წლის დერილ ვილარდი დაინიშნა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თბილისური კლუბის აკადემიის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

მას აზერბაიჯანში მუშაობის გამოცდილება აქვს. 2010 წელს ტონი ადამსი ''გაბალას'' მთავარი მწვრთნელი გახდა. 2010-11 წლებში ვილარდი ადამსის ასისტენტი იყო. ვილარდი footballcoaching-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პირველ გუნდში მუშაობის პარალელურად ''გაბალას''  16-დან 19-წლამდე მყოფი ფეხბურთელების განვითარება ევალებოდა. შემდგომში ვილარდი აზერბაიჯანული ''აზალის'' აკადემიასა და აზერბაიჯანის ფეხბურთის მმართველ ორგანოში მუშაობდა.

''ლოკომოტივის'' აკადემიის გვერდი ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალ სეზონში კაპიტნის ფუნქციებს გაბრიელ ხუციშვილი შეასრულებს.

''ლოკომოტივის'' 19-წლამდე გუნდისთვის სეზონი რამდენიმე დღეში განახლდება, ინგლისელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდი საგურამოს ბაზაზე ემზადება.

ფოტო: თბილისის ''ლოკომოტივის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები