''განსაკუთრებული ღამე იყო, ვიმხიარულეთ'' - მიულერმა ბრაზილიასთან გამარჯვება გაიხსენა
Aa
Aa

''განსაკუთრებული ღამე იყო, ვიმხიარულეთ'' - მიულერმა ბრაზილიასთან გამარჯვება გაიხსენა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის ''ბაიერნმა'' კატალონიის ''ბარსელონა'' 8:2 გაანადგურა. გამარჯვებულთაგან ტომას მიულერმა დუბლი შეასრულა და 1 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მიულერი დასახელდა, თუმცა ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ამ პრიზს მისი ყველა თანაგუნდელი იმსახურებდა.

''2014 წელს ბრაზილიასთნ გამარჯვება რაღაც განსაკუთრებული იყო, მაგრამ ''ბარსელონასთან'' გამარჯვებისას თამაშზე უფრო დიდი კონტროლი მოვახდინეთ.

მოდი არ ვისაუბროთ ბრაზილიასთან მატჩზე. ''ბარსელონასთან'' გამარჯვება განსაკუთრებული ღამე იყო როგორც შედეგიდან, ასევე ჩვენი გუნდის თამაშიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია. ძალები უნდა აღვიდგინოთ და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადოთ, შემდეგი შეხვედრა ხომ 0:0-დან იწყება და ''ბარსელონასთან'' გამარჯვება უნდა დავივიწყოთ.

მადლიერი ვარ, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, მაგრამ ამ პრიზს ჩემი გუნდიდან 12-15 ფეხბურთელი იმსახურებდა.

ცვლილებაზე გამოსული ფეხბურთელებიც ისეთივე დამოკიდებულებითა და განწყობით ჩაერთვნენ თამაშში, როგორიც მოედანზე მყოფ სხვა მოთამაშეებს ჰქონდათ. ჩვენ ყველამ ვიმხიარულეთ და ისეთი გუნდი დავამარცხეთ, როგორიც ''ბარსელონაა''.

უნდა აღვიდგინოთ ძალები, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და განწყობა. ფინალში მოსახვედრად შემდეგ მატჩში გამარჯვება გვჭირდება.''

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის ''ბაიერნის'' მეტოქე ''მანჩესტერ სიტისა'' და ''ლიონს'' შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები