''დაჯდება და დაელოდება როდის რა შეიცვლება?'' - ფერდინანდის აზრით მესი უნდა წავიდეს
Aa
Aa

''დაჯდება და დაელოდება როდის რა შეიცვლება?'' - ფერდინანდის აზრით მესი უნდა წავიდეს

ინგლისის ეროვნული გუნდისა და ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ექს-მცველმა რიო ფერდინანდმა BT Sport-ის ეთერში ლეო მესის შესახებ ისაუბრა. 

ფერდინანდის აზრით თუ მესი ''ბარსელონადან'' არ წავა, შესაძლოა შემდეგ ორ სეზონშიც კატალონიური გრანდი ტიტულის გარეშე დარჩეს. ინგლისელის აზრით მესის კარიერაში კიდევ ორი დიდებული სეზონი დარჩა, თუმცა ამ ფორმაციის ''ბარსელონაში'' დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.

ანალოგიური შინაარსის კომენტარი გააკეთა ხერარდ პიკემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კლუბში სტრუქტურული ცვლილებები უნდა გატარდეს და გუნდი ახალ საძირკველზე უნდა აშენდეს.

ფერდინანდს მიაჩნია, რომ დიდი სამუშაოს ჩატარების, ახალი გუნდის შენების პირობებში კატალონიური გრანდი დიდი ტიტულებისთვის ბრძოლას ვერ შეძლებს.

''რას ფიქრობს ამ ღამეს სახლში მიმავალი მესი? მას სურს კარიერის დარჩენილი წლები ''ბარსელონას'' მაისურში გაატაროს?

ფეხბურთი თამაშია, რომელიც შენს ცხოვრებაში მოდის და სწრაფად მიდის, მაგრამ თუ მესი გეგმავს, რომ შემდეგ ორ სეზონში შესაძლებლობები კვლავ ''ნოუ კამპზე'' უნდა გამოავლინოს და ის ფეხბურთი ითამაშოს, როგორსაც აქამდე თამაშობდა, მაშინ შესაძლოა მისმა გუნდმა დიდი ტიტულებისთვის კონკურენციაში შესვლა ვერ შეძლოს. ეს შედის მესის გეგმებში?

კატალონიურ გუნდში ფეხბურთელთა შერჩევის ხარისხი საშინელია, უვარგისია.

მესის აქვს დრო დაჯდეს და ელოდოს როდის შეიცვლება კლუბში ვითარება? იქ ხომ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი''.

შეგახსენებთ, 2019-20 წლების სეზონი კატალონიურმა გრანდმა უტიტულოდ დაასრულა. ლა ლიგის ჩემპიონი მადრიდის ''რეალი'' გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ''ბაიერნმა'' მესის გუნდი 8:2 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ბართომეუმ და პიკემ აღნიშნეს, რომ კლუბში დიდი ცვლილებების დრო დადგა, რაც როგორც მინიმუმ სეტიენის წასვლას უნდა გულისხმობდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები