ათწლეულის საუკეთესო მოთამაშე - შენგელია ბასკონიას გულშემატკივართა რჩეულია
Aa
Aa

ათწლეულის საუკეთესო მოთამაშე - შენგელია ბასკონიას გულშემატკივართა რჩეულია

ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგები, რომელსაც უნდა გამოევლინა „ბასკონიას“ ათწლეულის საუკეთესო ათეული.

რა თქმა უნდა, საუკეთესოებში ბასკების კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მოხვდა. ევროლიგამ ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ათივე კალათბურთელის გამორჩეული მომენტებია. პირველ ადგილზეა თორნიკე შენგელია.

სასიხარულოა, რომ გულშემატკივრების ხმების თითქმის ასი პროცენტი ჩვენიანმა მიიღო. თორნიკეს ხმა ქომაგების 97.3 პროცენტმა მისცა.

ათეულში მოხვდნენ: იოანის ბურუსისი, ანდრეს ნოჩიონი, პაბლო პრიჯიონი, ადამ ჰანგა, მაიკ ჯეიმსი, მირზა ტელეტოვიჩი, ტიაგო სპლიტერი, მარსელინიო უერტასი და ფერნანდო სან ემეტერიო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები