საშინელი ავარია MOTO GP-ში - მრბოლელები სიკვდილს გადაურჩნენ
ავსტრიის გრან-პრიზე MOTO GP-ში საშინელი ავარია მოხდა. რბოლის დროს ფრანკო მორბიდელი და იოან ზაკო ერთმანეთს შეეჯახნენ.
ავარია ტრასის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და სახიფათო მონაკვეთზე მოხდა, საბედნიეროდ, მრბოლელები სიკვდილს გადაურჩნენ.
აღნიშნული ეტაპი 34 წლის იტალიელმა, ანდრეა დავიზიოზომ მოიგო. ლეგენდარული ვალენტინო როსი კი მე-5 ადგილზე გავიდა.