ბრწყინვალე გამარჯვება - ლაშა დორეულმა აშშ დაიპყრო
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება - ლაშა დორეულმა აშშ დაიპყრო

ლეო ჰარკლისის გამართულ მკლავჭიდის შეჯიბრზე ქართველმა სპორტსმენმა ყველა გააოცა.

მისურის შტატში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ლაშა დორეულმა,როგორც მარჯვენა,ასევე მარცხენა ხელით ყველა მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედლები დაისაკუთრა.

ორივე ფინალურ დაპირისპირებაში ლაშა გამცოდილ და ასევე დაუმარცხებელ ენდრიუ ქუაიდს დაუპირისპირდა.

Crystalsport.ge-ის გუნდი დავუკავშირდით ლაშას და მან ჩვენთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

სამ წელიწად ნახევარია ვიმყოფები ამერიკაში. ჩამოსვლიდან ორ კვირაში დავიწყე ტურნირებში მონაწილეობის მიღება. ამერიკაში არსებობს ასეთი ლიგა: WAL (მსოფლიო მკლავჭიდის უმაღლესი ლიგა). რომ მოვხვედრილიყავი WAL-ში ამისათვის მომიწია რამდენიმე შესარჩევი ტურნირის მოგება. რამდენიმე თვე მონაწილეობას ვიღებდი WAL-ის შეჯიბრებებში წაგების გარეშე, მაგრამ იმ პერიოდში, საბუთების არ ქონის გამო ვეღარ შევძელი WAL-ში მონაწილეობის გაგრძელება. ამის შემდეგ რამდენიმე თვიანი პაუზა გავაკეთე სპორტში, მოვაწესრიგე საბუთების საქმე, ავიღე ამერიკაში ოფიციალური ცხოვრების უფლება და ისევ აქტიურად გავაგრძელე ტურნირებში მონაწილეობის მიღება. 2018 წლის განმავლობაში მოვიგე ათი შეჯიბრი და შედეგების რაოდენობის მიხედვით დამასახელეს საუკეთესო მკლავჭიდელად. ასევე 2018 წელს გადმომეცა ამერიკის მკლავჭიდის მეფის ტიტული, რომელიც გადაეცემა წელიწადში მხოლოდ ერთ სპორტსმენს. შემდეგ ტრამვების გამო იყო პაუზა, ამას მოყვა კორონა პანდემია და ეს პირველი ტურნირია დიდი ხნის პაუზის შემდეგ. იგეგმება ძალიან კარგი ტურნირები ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც ვაპირებ მონაწილეობას და რაც ყველაზე მთავარია ძალიან დიდი სურვილი მაქვს როდესაც გადაივლის პანდემია, ჩამოვიდე საქართველოში, მონაწილეობა მივიღო საქართველოს ჩემპიონატში და საქართველოს სახელით გავემგზავრო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე. ვეცდები ყოველთვის ყველაზე მაღლა საქართველოს დროშა აღვმართო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ამერიკულ მკლავჭიდში, სურვილი მაქვს დავბრუნდე WAL-ში და კვლავ დავანახო ყველას რომ პირველი ვარ ჩემ წონით კატეგორიაში“- აღნიშნა დორეულმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები