რკინის მაიკის ყოფილი მეტოქე: „ჰოლიფილდი ტაისონზე ბევრად უკეთესი მოკრივეა“
Aa
Aa

რკინის მაიკის ყოფილი მეტოქე: „ჰოლიფილდი ტაისონზე ბევრად უკეთესი მოკრივეა“

მაიკ ტაისონის ყოფილმა მეტოქემ, ბრაიან ნილსენმა „რკინის მაიკის“ წინააღმდეგ გამართული დაპირისპირება გაიხსენა. სკანდინავიელი Sky Sports-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ ტაისონმა მასთან ჩხუბისას აკრძალული ილეთები გამოიყენა.

„მაიკმა ბრძოლის დროს თავი 4-ჯერ ჩამარტყა და მხოლოდ ამის ხარჯზე დამამარცხა. სხვანაირად ვერ დამანოკაუტებდა. მე ყველანაირი დარტყმის მიღება შემეძლო. მაიკს ძლიერი დარტყმა აქვს, მაგრამ არა ისეთი, რომ ჩემი ნოკაუტში ჩაგდება მოეხერხებინა. ჩემი თვალი ნანახი გაქვთ? მან თავი ჩამარტყა და დაზიანება სწორედ ამიტომ მივიღე.

ორი აზრი არაა, რომ ტაისონი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეა, მაგრამ პირადად მე ვთვლი, რომ ევანდერ ჰოლიფილდი მასზე ბევრად უკეთესი მებრძოლი გახლდათ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჰოლიფილდი ტაისონზე უკეთესი მოკრივე იყო და თან ძლიერი დარტყმაც ჰქონდა“.

შეგახსენებთ, რომ ნილსენს კარიერაში მხოლოდ 3 მარცხი აქვს. 2001 წელს მან მაიკ ტაისონის წინააღმდეგობა ვერ დაძლია. ჰოლიფილდთან კი 2011 წელს წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები