ხორხე მესი:
Aa
Aa

ხორხე მესი: "სიტუაცია მძიმეა, გუნდში ლეოს დარჩენა რთული იქნება"

ლეო მესის მამამ ხორხემ, ბარსელონაში ჩასვლის შემდეგ როგორც იქნა პირველი კომენტარი გააკეთა, რომელიც "ბლაუგრანას" ქომაგებისთვის არც ისე დამაიმედებლად გამოიყურება:

"ზუსტად არ ვიცით დატოვებს თუ არა ლეო ბარსელონას. ყველაფერი ძალიან რთულადაა, სიტუაცია მძიმეა, გუნდში დარჩენა რთული იქნება.

ჯერ არ ვიცით რამდენად რეალურია სიტის ვარიანტი. გვარდიოლასთან არ მისაუბრია. ლეოს ბარსელონაში დარჩენა ძალიან რთულად მოსჩანს".

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსას" არ აქვს უფლება მესის სანაცვლოდ ახლა 700 მილიონი მოითხოვოს, მაგრამ კანონით შეუძლია, რომ იგი მცირე თანხად არ დათმოს და მაგალითად, გუნდიდან გაშვებაზე საერთოდ უარი უთხრას.

კლუბი ასევე უფლებამოსილია, რომ არგენტინელი გუნდში იძულებით დატოვოს და არც თამაშის საშუალება მისცეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გვარდიოლამ საკითხის სირთულიდან გამომდინარე მესის "ბარსელონაში" დარჩენა და კარიერის "კამპ ნოუზე"დასრულება ურჩია.

ბართომეუ მზადაა მესის კონტრაქტი 2023 წლამდე გაუხანგრძლივოს და ხელშეკრულების პირობები გაუუმჯობესოს. საბოლოოდ, კლუბის პოზიცია ასეთია - მათ მესის დარჩენა უნდათ, თუმცა თუ წასვლაზე მიდგა საქმე, მის სანაცვლოდ დიდი თანხის მიღება სურთ.

ხორხე მესი კლუბთან მოლაპარაკებებს დღეიდან დაიწყებს. ლეოს ტრანსფერი გადამწყვეტ ფაზაში შედის...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები