Aa
Aa

"ვამაყობ იმ წლებით, რომელიც აქ გავატარე", - რაკიტიჩი ბარსას დაემშვიდობა

ივან რაკიტიჩმა „ბარსელონადან“ „სევილიაში“ დაბრუნების შემდეგ, გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია მოაწყო.

ხორვატი შუახაზელი კლუბს, ქომაგებს, მწვრთნელებსა და ქალაქს გამოემშვიდობდა. რაკიტიჩმა ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები დაასახელა.

„ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის, თუ რამდენს ვშრომობდი „ბარსელონასთვის“ ფეხბურთი 4 წლის ასაკიდან მიყვარს და მისგან სიამოვნებას ყოველდღიურად ვიღებ. აქ, 6 წლის მანძილზე თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. შესანიშნავი ქალაქი და ხალხი, რომელმაც დიდი სითბო მაჩუქა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო და კარგი იქნება, თუ ისე დამიმახსოვრებენ, როგორც უბრალოდ ადამიანი, რომელმაც გუნდისთვის ყველაფერი გააკეთა.

მინდა ყველას გამოვემშვიდობო - თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და სამზარეულოს პერსონალს. ჩემი წასვლის გამო ყველას ცრემლები მოადგა.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ „ბარსელონაში“ ამდენ მატჩს ჩავატარებდი და ამდენ ტიტულს მოვიგებდი.

ძალიან მადლიერი ვარ ლუის ენრიკეთი, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და გუნდში გადმოსვლის საშუალება მომცა. ჩემთვის, ჩავი და ინიესტა განსაკუთრებული თანაგუნდელები იყვნენ. ჩავის გვერდით გატარებული სეზონი განვითარებაში დამეხმარა. ინიესტა კი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.

ყველა მოთამაშემ კონკრეტულ მომენტში პირადი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მე ვიგრძენი, რომ ახლა ეს მომენტი იყო. არ ვფიქრობ, რომ „ბარსელონამ“ თავისი მიმზიდველობა დაკარგა.

ვამაყობ იმ წლებით, რომელიც აქ გავატარე. ამ გუნდისა და ქალაქის დატოვება ადვილი არ არის. აქ, ძალიან ბევრი განსაკუთრებული მომენტი განვიცადე. არ ვიცი დასრულდა, თუ არა ამ გუნდის ერა.

საუკეთესო მოგონება ბევრი მაქვს, მაგრამ თუ ერთი უნდა დავასახელო, ასეთი ბერლინის ფინალი გახლდათ.

უკვე კარგად ვიცით რაც მოხდა „ბაიერნთან“. ამის თავიდან აცილება ყველას უნდოდა. ვწუხვარ, რომ მატჩში მონაწილეობის მიღება ვერ მოვახერხე.

მესის შესახებ ვერაფერს გეტყვით, თავის გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად იღებს.

„ბარსას“ წარმატებებს ვურუსვებ. თუ მათ კარში გოლს გავიტან, არ აღვნიშნავ“.

რაკიტიჩმა „ბარსას“ რიგებში 310 მატჩის ჩატარება შეძლო. მის ანგარიშზე 35 გოლი, 42 საგოლე გადაცემა და 13 ტიტულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები