Aa
Aa

კრივი: ნიკოლოზ სეხნიაშვილის მიჯრით მე-7 გამარჯვება!

საშუალო წონით კატეგორიაში, ქართველმა მოკრივემ ნიკოლოზ სეხნიაშვილმა მიჯრით მე-7 გამარჯვება გაიფორმა.

აშშ-ში ფლორიდაში პროფესიონალთა შორის გამართულ ბრძოლაში, წარმოშობით გორელმა მოკრივემ ალექსის გაიტანი მე-4 რაუნდში დაამარცხა.

სეხნიაშვილმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო, მეტოქე კუთხეში მიიმწყვდია და უძლიერესი დარტყმების სერია მოუწყო.

პირველი ორი რაუნდის შემდეგ, მეტოქემ სიტუაციის გამოსწორება სცადა და თითქოს შეძლო კიდეც, თუმცა მე-4 რაუნდში ქართველმა მოკრივემ გაიტანი კვლავ კუთხეში მიიმწყვდია და გასაქანს არ აძლევდა, არბიტრმა ბრძოლა შეწყვიტა და გამარჯვებულად სეხნიაშვილი გამოცხადდა.

აქვე გეტყვით, რომ 26 წლის ქართველი მოკრივე პროფესიონალთა შორის 2018 წლიდან ასპარეზობს. მან, მოგებული 7 ბრძოლიდან 5 ნოკაუტით გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები