დისკვალიფიკაცია - ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობიდან მოხსნეს
Aa
Aa

დისკვალიფიკაცია - ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობიდან მოხსნეს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობიდან მოხსნეს. სერბი ჩოგბურთელი დისკვალიფიცირებულია, მიზეზი კი ხაზის მსაჯისთვის ყელის არეში ბურთის მოხვედრა გახდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინციდენტი გათამაშების შემდეგ მოხდა. 

ნოვაკი ამერიკის ღია პირველობის მერვერდფინალში ესპანელ კარენო ბუსტას უპირისპირდებოდა. პირველ სეტში ანგარიში 5:6 გახლდათ. ბუსტამ ჯოკოვიჩს ბრეიკი გაუკეთა და სეტის მოსაგებად აწვდიდა. საბოლოო ჯამში შემდეგ ეტაპზე გასულად, ესპანელი ჩოგბურთელი გამოცხადდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მსგავსი ინციდენტი 2017 წელს "დევისის" თასზე მოხდა. დენის შაპოვალოვმა უძლიერესი დარტყმით ბურთი მატჩის მთავარ მსაჯს მოარტყა და მასაც დისკვალიფიკაცია მისცეს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კანადელი ჩოგბურთელის სიტუაცია გაცილებით მძიმე იყო ვიდრე ჯოკოვიჩის.

კარენო ბუსტა მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, დენის შაპოვალოვსა და დავიდ გოფინს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები