პროტესტი სეოკ-ის არჩევნებზე - ქევხიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად სესია დატოვა
Aa
Aa

პროტესტი სეოკ-ის არჩევნებზე - ქევხიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად სესია დატოვა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 137 დელეგატიდან რეგისტრაცია 117-მა გაიარა.

სესიის დაწყებამდე სიტყვით გამოვიდნენ ოლიმპიური ჩემპიონი და ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე, ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე, სეოკ-ის აღმასკომის წევრი დავით ქევხიშვილი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, რომლებიც ახალ მიღებულ წესდებას აპროტესტებდნენ და არჩევნების გადადებას ითხოვდნენ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მათ პროტესტის ნიშნად საარჩევნო სესია დატოვეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა. სეოკ-ის წარმომადგენელთა თქმით არჩევნების შეცვლის მიზეზი ეპიდემიოლოგების მიერ დაანონსებული კორონავირუსის მეორე ტალღა იყო, თუმცა სეოკ-ის ექს-პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი გადაწყვეტილებას ოქტომბერში გასამართ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები