მესამე დიდი სლემი - ნაომი ოსაკა ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია
ისტორიაში მეორედ ნაომი ოსაკა ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონია. იაპონელმა ფინალში გამოცდილი ვიქტორია აზარენკა 1:6 6:3 6:3 დაამარცხა. ოსაკამ კარიერაში მესამე დიდი სლემის ტირნირი მოიგო. ნაომიმ პირველად 2018 წელს US OPEN - ზე გაიმარჯვა. 2019 წლის დასაწყისში კი მან ავსტრალიის ღია პირველობის მოგებაც მოახერხა.
From start to finish.@naomiosaka completes an impressive #USOpen with a 1-6, 6-3, 6-3 win over Victoria Azarenka in the final! pic.twitter.com/GzhXpFVhnf
— US Open Tennis (@usopen) September 12, 2020
წლევანდელ გათამაშებაში 22 წლის ჩოგბურთელმა დაამარცხა ისეთი ჩოგბურთელები, როგორებიც მისაკა დოი(6:2 5:7 6:2), კამილა გიორგი(6:1 6:2), მარტა კოსტიუკი(6:3 6:7 6:2), ანეტ კონტავეიტი(6:3 6:4), შელბი როჯერსი(6:3 6:4), ჯენიფერ ბრედი(7:6 3:6 6:3) და ვიქტორია აზარენკა(1:6 6:3 6:3) არიან.
გადამწყვეტი მესამე სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. იაპონელი ჩოგბურთელი ბრეიკით იგებდა, მაგრამ აზარენკამ თამაშში დაბრუნება მოახერხა, თუმცა იმ დროს, როცა ანგარიში 4:3 იყო, ნაომიმ უკუბრეიკი შეასრულა და საკუთარი ჩაწოდება საჩემპიონო გახადა. ფინალური შეხვედრა 1 საათი და 54 წუთი გაგრძელდა.
ამ გამარჯვებით ოსაკა მსოფლიო რეიტინგში 5780 ქულით მე-3 ადგილზე გადავიდა. იაპონელმა კაროლინა პლიშკოვა ჩამოიტოვა. ნაომიზე წინ სიმონა ჰალეპი(6356 ქ.) და ეშლი ბარტი(8717 ქ.) არიან.