Aa
Aa

დრამატული ფინალი და ისტორიული გამარჯვება - ტიმმა ზვერევი დაამარცხა

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, დომინიკ ტიმმა US Open-ის ფინალურ შეხვედრაში ალექსანდრ ზვერევი ხუთ სეტში დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო.  მატჩი გერმანელი ჩოგბურთელის უპირატესობით დაიწყო. ზვერევმა საწყის ორ სეტში დამაჯერებლად, 6:2, 6:4 იმარჯვა, თუმცა ტიმმა დაპირისპირებაში გარდატეხა მაინც შეიტანა.

ავსტრიელმა მომდევნო ორი პარტია 6:4, 6:3 მოიგო და ანგარიში გაათანაბრა. მეხუთე სეტში მატჩზე 5:3-ზე ჯერ ზვერევი აწვდიდა, შემდეგ კი 6:5-ზე - ტიმი, მაგრამ საკუთარი მოწოდების აღება ვერცერთმა შეძლო, რასაც US Open-ზე ვაჟთა შორის პირველი გადამწყვეტი ტაიბრეიკი მოჰყვა, რომელზეც ტიმმა 8-6 იმარჯვა.

ავსტრიელი 1949 წლის შემდეგ, პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც ამერიკის ღია პირველობის ფინალურ შეხვედრაში საწყისი ორი სეტი წააგო, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა. დიდი სლემის ტურნირებზე ასეთი რამ 4-ჯერ მომხდარა და ოთხივეჯერ - როლან გაროსზე. ბოლოს კი 0-2-დან გასტონ გაუდიომ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ტიმი ტომას მუსტერის შემდეგ, პირველი ავსტრიელია, ვინც დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები