ჩაკვეტაძის გენტი ჩემპიონთა ლიგას ახალი მთავარი მწვრთნელით იწყებს
Aa
Aa

ჩაკვეტაძის გენტი ჩემპიონთა ლიგას ახალი მთავარი მწვრთნელით იწყებს

ბელგიის ვიცე-ჩემპიონის, ''გენტის'' ახალი მთავარი მწვრთნელი ვიმ დე დეკერია, რომლის დებიუტი აღნიშნულ პოსტზე ჩემპიონთა ლიგაზე ვენის ''რაპიდთან'' შედგება.

''გენტმა'' სეზონი იეს ტორუპის მთავარი მწვრთნელობით დაიწყო, რომელიც რუმინელმა ლაშლო ბოლონიმ შეცვალა, თუმცა ბოლონიმ პოსტზე მხოლოდ 25 დღე იმუშავა და მიმდინარე სეზონში დეკერი ''გენტის'' მესამე მთავარი მწვრთნელია.

ახალი მთავარი მწვრთნელი ვიმ დე დეკერი ''გენტის'' ექს-ფეხბურთელია. 2002-03 წლებში 38 წლის სპეციალისტი ''გენტისთვის'' ასპარეზობდა. დეკერი ''გენტს'' მიმდინარე სეზონში ბოლონის ასისტენტის რანგში დაუბრუნდა, ახლა კი ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე იმუშავებს.

გასულ კვირაში ''გენტიდან'' ქართველი ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას წასვლა გადაწყდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ერთწლიანი იჯარით თემურ ქეცბაიას ''ანორთოსისში'' ითამაშებს, თუმცა გუნდში რჩება გიორგი ჩაკვეტაძე და აქედან გამომდინარე ''გენტის'' მიმართ ქართველი ქომაგის ინტერესი არ ქრება.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''გენტი'' საკუთარ კედლებში ''რაპიდს'' დაუპირისპირდება. მატჩი დღეს, 15 სექტემბერს თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ბელგიის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი ჩაკვეტაძემ ''ეიპენის'' წინააღმდეგ თავი კარგად წარმოაჩინა. განსაკუთრებით აღნიშნავია მისი 70-მეტრიანი რეიდი, თუმცა შესანიშნავი დრიბლინგი გოლით არ დასრულდა.

გიორგი ჩაკვეტაძეს მხოლოდ ევროპა ლიგაზე უთამაშია. 21 წლის ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩს ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები