Aa
Aa

მოსალოდნელი ტრანსფერები: ჯეკო - იუვენტუსში, მილიკი - რომაში

იტალიური მედიის ცნობით ტურინის ‘‘იუვენტუსის’’ მთავარი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს ნომერ პირველი სამიზნე ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკოა. Football Italia-ს ცნობით ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ ტურინულ გრანდში ჯეკოსთან ერთად  ურუგვაელი ლუის სუარესიც ვიხილოთ, თუმცა სერია ა-ს ჩემპიონი მთავარ აქცენტს ‘‘რომას’’ ფორვარდზე აკეთებს. 34 წლის ჯეკო 2015 წლიდან ‘‘რომას’’ ღირსებას იცავს და იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს.

ჯეკოს შესაძლო წასვლის პარალელურად ‘‘რომას’’ ხელმძღვანელები ფორვარდის დამატებაზე ზრუნავენ. მათ არჩევანი არკადიუშ მილიკზე გააკეთეს. ‘‘კალჩომერკატოს’’ ცნობით მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს, რომაელები პოლონელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდიან, რაც შესაძლოა საბონუსე სისტემიდან გამომდინარე კიდევ 5 მილიონით გაიზარდოს.

იტალიური მედიის ცნობით მილიკის წლიური ხელფასი რომაულ კლუბში 4,5 მილიონი ევრო იქნება. 26 წლის ფორვარდი 2016 წლიდან ‘‘ნაპოლიში’’ ასპარეზობს და სერი ა-ში თამაშის დიდი გამოცდილება დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები