''მადლობა ექიმებს'' - ბრაიან ლაუდრუპმა სიმსივნე დაამარცხა
Aa
Aa

''მადლობა ექიმებს'' - ბრაიან ლაუდრუპმა სიმსივნე დაამარცხა

ლეგენდარული დანიელი ფეხბურთელი ბრაიან ლაუდრუპი სიმსივნისგან განიკურნა. სკანდინავიელი მძიმე სენს 10 წელი ებრძოდა.

51 წლის ლაუდრუპმა Instagram-ის საშუალებით კოპენჰაგენის კლინიკის ექიმებს მადლობა გადაუხადა.

''ათწლიანი მკურნალობის შემდეგ ფოლიკულარული ლიმფომისგან საბოლოოდ განვიკურნე. დიდი მადლობა კლინიკის შესანიშნავ ექიმებს''.

ბრაიან ლაუდრუპი ''ბრონდბიუს'', ''უერდინგენის'', მიუნხენის ''ბაიერნის'', ''ფიორენტინას'', ''მილანის'', ''რეინჯერსის'', ''ჩელსის'', ''კოპენჰაგენისა'' და ''აიაქსის'' ყოფილი ფეხბურთელია.

მან კარიერა 2000 წელს ამსტერდამულ კლუბში დაასრულა, 1999-00 წლებში შოთა არველაძესთან ერთად ჰოლანდიური გრანდის ფეხბურთელი იყო.

1992 წელს დანიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, რაც უდიდეს სენსაციად შეფასდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები