ფარული ამხანაგური მატჩი - რეალმა ხეტაფეს 6:0 მოუგო
Aa
Aa

ფარული ამხანაგური მატჩი - რეალმა ხეტაფეს 6:0 მოუგო

სპორტული გამოცემა "მარკა" გულშემატკივრებს საინტერესო სიახლეს აცნობს. ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ დღეს დილით ესპანეთის დროით 12 საათზე მადრიდის "რეალმა" და "ხეტაფემ" ყველასგან ფარულად საფეხბურთო ამხანაგური მატჩი გამართეს. ინფორმაციის ავთენტურობას "ხეტაფეს" "ტვიტერის" გვერდიც ადასტურებს.

შეხვედრის მიმდინარეობისას "ვალდებებასზე" არცერთი სპორტული ჟურნალისტი, ოპერატორი და რეჟისორი არ იმყოფებოდა და სწორედ ამიტომ არ მოხვდა ინტერნეტში მატჩის ამსახველი კადრები.

ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ "სამეფო კლუბმა" მოწინააღმდეგე 6:0 დაამარცხა. 4 გოლი კარიმ ბენზემას ანგარიშზეა, ხოლო რამოსმა და არიბასმა მეტოქეს თითო გოლი აკმარეს. ფრანგი თავდამსხმელი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და ზიდანი მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

ირკვევა, რომ სეზონის დაწყებამდე ეს იყო ბოლო ტესტ მატჩი. როგორც ცნობილია ლა ლიგის გათამაშება დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით "რეალს" თავისი შეხვედრა არ ჩაუტარებია. "ბლანკოსი" პირველ მატჩს 20 სექტემბერს სტუმრად "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ გამართავს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები