„მინდა, არსენალის ლეგენდა გავხდე
Aa
Aa

„მინდა, არსენალის ლეგენდა გავხდე" - ობამეიანგმა მეთოფეებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „არსენალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. გაბონელმა თავდამსხმელმა „მეთოფეებს“ საკუთარი მომავალი 2023 წლამდე დაუკავშირა და ანაზღაურების სახით კვირაში 250 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს, თუმცა ბონუსების გათვალისწინებით ეს თანხა შესაძლოა, 350 000 გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდოს.

„კონტრაქტს ხელი მოვაწერე. ყველაფერი დასრულებულია და არსენალის რიგებში დარჩენით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი სახლია. მინდა, არსენალის ლეგენდა გავხდე და მემკვიდრეობა დავტოვო. დროა, თავდაუზოგავ მუშაობას შევუდგეთ და როგორც ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ.

ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ამ განსაკუთრებულ კლუბთან კონტრაქტს გავახანგრძლივებდი. ეს ჩვენი გულშემატკივრების, ჩემი თანაგუნდელების, ჩემი ოჯახისა და არსენალში მომუშავე თითოეული ადამიანის დამსახურებაა. ვგრძნობ, რომ ამ კლუბს ვეკუთვნი და ჩემი ადგილი ვიპოვე. არსენალის მჯერა და ერთად დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია. კლუბში რაღაც განსაკუთრებული ხდება და დარწმუნებული ვარ, საუკეთესო მომენტები წინ გველოდება“, - განაცხადა ობამეიანგმა.

შეგახსენებთ, რომ გაბონელი „მეთოფეებს“ 2018 წელს შეუერთდა და ლონდონელთა მაისურით ჩატარებულ 86 შეხვედრაში 55 გოლის გატანა მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები