RAC 1 - სუარესი იუვენტუსში არ გადავა
Aa
Aa

RAC 1 - სუარესი იუვენტუსში არ გადავა

კატალონიური რადიო, RAC 1 იუწყება, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელი, ლუის სუარესი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას „იუვენტუსში“ არ გადავა. „ელ პისტოლეროს“ „ბებერ ქალბატონთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალა.

RAC 1-ის ცნობით, ურუგვაელი ფეხბურთელი იტალიური პასპორტის აღებას 6 ოქტომბრამდე ვერ მოახერხებს. ეს კი ბოლო დღეა გუნდებისთვის, რათა ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე მოთამაშეების სია უეფას გაუგზავნონ და იმ დროისთვის 33 წლის თავდამსხმელი „იუვეს“ ფეხბურთელი ვერ იქნება. შესაბამისად ყველაზე ევროპული ტურნირის პირველი ფაზის გამოტოვებაც მოუწევს, რაც მის სამომავლო გეგმებში ნამდვილად არ შედის.

RAC 1 დასძენს, რომ ზემოთ ხსენებული მოვლენების მიუხედავად, სუარესმა შესაძლოა, „კამპ ნოუ“ მაინც დატოვოს. როგორც ირკვევა, ურუგვაელს წინადადებები სხვა კლუბებიდანაც აქვს და მათი განხილვის პროცესშია.

დღეს დილით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბლაუგრანა“ მზადაა, რადიკალური ზომები მიიღოს და თუ კლუბსა და სუარესს შორის შეთანხმება არ შედგა, „ბარსელონა“ ვეტერან თავდამსხმელს ხელშეკრულების ამოწურვამდე დაიტოვებს, ხელფასსასც გადაუხდის, მაგრამ არცერთ შეხვედრაში არ ათამაშებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები