მანჩესტერს კონკურენტი გამოუჩნდა - ტოტენჰემს რეგილონის გადაბირება სურს
ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ „ტოტენჰემი“ სერხიო რეგილონისთვის ბრძოლაში ჩაერთო. ლონდონელები მზად არიან, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კონკურენცია გაუწიონ და ესპანელის გადასაბირებლად ყველაფერი გააკეთონ.
Telegraph ამ ეტაპზე ფავორიტად სწორედ „დეზებს“ მოიაზრებს და აცხადებს, რომ მოურინიოს გუნდი „სამეფო კლუბთან“ შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოსაა. Telegraph-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას Athletic-იც ადასტურებს და ირწმუნება, რომ „ტოტენჰემს“ მიზნამდე ძალიან ცოტა დარჩა.
ბრიტანული პრესის მიხედვით, „მანჩესტერისგან“ განსხვავებით „დეზები“ თანახმა არიან, რეგილონის კონტრაქტში ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ერთი ან ორი სეზონის შემდეგ, „ბლანკოსს“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
Marca-ს ცნობით, სატრანსფერო თანხა სწორედ ამ საკითხზეა დამოკიდებული, თუმცა სავარაუდოდ, დაახლოებით 25 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება.